სალომე ზურაბიშვილი: ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს

ყალბი რეფერენდუმის გაფორმებას, იმისათვის, რომ გაამყარო საერთაშორისო სამართლის აშკარა დარღვევა და ძალისმიერ ანექსია, არანაირი ლეგიტიმაცია და მომავალი არ აქვს, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” წერს.

ზურაბიშვილი რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმერ პუტინის მიერ სეპარატისტ ლიდერებთან ერთად უკრაინის 4 ოკუპირებული ტერიტორიის რუსეთის შემადგენლობაში შესვლის შესახებ „შეთანხმებების“ ხელმოწერას ეხმაურება და აღნიშნავს, რომ საქართველო უარყოფს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

“ჩვენ უარვყოფთ საერთაშორისო სამართლის ასეთ უხეშ დარღვევას და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩვენს სრულ მხარდაჭერას!”, – წერს საქართველოს პრეზიდენტი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები