მამუკა მდინარაძე: ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, შევჯერდეთ სახალხო დამცველის ობიექტურ კანდიდატზე
ახლა არ შეიძლება კონკრეტულად რომელიმე კანდიდატზე საუბარი, ის 3 იქნება, იმ 3-დან რომელიმე იქნება ჩვენ მიერ მოწონებული თუ არა, ამაზე ჩვენ არ ვისაუბრებთ, – ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია “ქართული ოცნების” თავმჯდომარე მამუკა მდინარაძემ ომბუდსმენობის კანდიდატებზე საუბრისას განაცხადა.
მდინარაძის თქმით, მმართველი გუნდი მაქსიმალურად ეცდება, ევრორეკომენდაციები შესრულდეს და არჩევანი მაქსიმალურად ობიექტურ კანდიდატზე შეჩერდეს.
“ჩვენი მხრიდან მაქსიმალური მცდელობა იქნება, რომ ევრორეკომენდაციის შესრულებას ხელი არ შეეშალოს, ანუ შევჯერდეთ ობიექტურ კანდიდატზე. შეიძლება, ყველასთვის მისაღები ვერ იყოს, მაგრამ აქ შეიძლება კომპრომისზეც წასვლა ოღონდ შესრულდეს რეკომენდაცია. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ აპრიორი ისინი ვისზეც იტყვიან, თავი დავუქნიოთ და მაინცდამაინც იმას დავუჭიროთ მხარი. ჩვენ შევეცდებით, რომ აქაც კონსენსუსი შედგეს“, – განაცხადა მდინარაძემ.