კელი დეგნანი – რუსების შემოსვლაზე: რთული საკითხია და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება
ნამდვილად რთული საკითხია და საქართველოს მთავრობის გადასაწყვეტია, შესაბამისი პოლიტიკის შემუშავება. ხედავთ, რომ სხვადასხვა ქვეყანა სხვადასხვა ზომას იღებს და საქართველოს მთავრობაზეა დამოკიდებული, მიიღოს გადაწყვეტილება საუკეთესო გზის გამოსანახად ამ საკითხის მოსაგვარებლად, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ის ელჩმა, კელი დეგნანმა რუსეთის მოქალაქეთა საქართველოში გაზრდილ მიგრაციაზე საუბრისას განაცხადა.
ელჩის განცხადებით, უპირველესად, მნიშვნელოვანია უსაფრთხოების საკითხების დაბალანსება, ასევე, მნიშვნელოვანია იმ ადამიანების მხარდაჭერა, რომლებიც რეპრესიებს გაურბის.
„უსაფრთხოებასთან დაკავშირებული საკითხების დაბალანსება, რასაკვირველია, უპირველესია ისევე, როგორც მნიშვნელოვანია იმ ადამიანებისთვის მხარდაჭერის აღმოჩენის მცდელობა, რომელიც გაურბის რეპრესიებსა და ომს რუსეთსა და უკრაინაში“, – განაცხადა კელი დეგნანმა.