ალუდა ღუდუშაური – ომბუდსმენის ანგარიშზე: ორღობის ჭორაობაა

“ქართული ოცნების” დეპუტატის, ალუდა ღუდუშაურის განცხადებით, სახალხო დამცველის 2021 წლის ანგარიში, რომელიც ნინო ლომჯარიამ პარლამენტს წარუდგინა “ორღობის ჭორაობაა და მეტი არაფერი”.

“ეს არის უბრალოდ მოსაზრებები, ორღობის ჭორაობა და მეტი არაფერი. მის მოსაზრებებს ანგარიშში რაიმე მტკიცებულებები არ ამყარებს. საქართველოს სახალხო დამცველის სახით ჰყავს მიკერძოებული, კომპეტენციისგან დაცლილი და კონკრეტული პარტიის ინტერესების გამტარებელი სახალხო დამცველი”, – თქვა დეპუტატმა.

მისივე შეფასებით, სახალხო დამცველმა ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის, რადგან “ნაცმოძრაობის” დაცვით იყო დაკავებული.

“სამწუხაროა, რომ მოქმედი სახალხო დამცველი, განსაკუთრებით – ბოლო პერიოდში, მოგვევლინა „ნაციონალური მოძრაობის“ და მათი წარმომადგენლების დამცველად. მას ვეღარ ვუწოდებთ სახალხო დამცველს, ანუ ყველას დამცველს. მან ვერ მოიცალა რიგითი ადამიანების უფლებების გადახედვისთვის და დაკავებული იყო „ნაციონალური მოძრაობის“ ინტერესების გატარებით, ვერ შეძლო მიუკერძოებლობის ტესტის ჩაბარება. ანგარიში, რომელიც წარმოადგინა, დაცლილია კვალიფიკაციის კუთხით და სავსეა პოლიტიკური ხაზით,“ – აღნიშნა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები