შალვა პაპუაშვილი: ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია, აცდენილია ყოველგვარ ზღვარს, პოლიტიკურს, ეთიკურს, ადამიანურს

„ბოლო გარკვეული პერიოდია, ვაშაძის განცხადებებზე კომენტარის გაკეთება რთულია. არ ვიცი, რა ინფორმაცია აქვს, საიდან აქვს, ამიტომ, მან უნდა განმარტოს, ვისგან რა ინფორმაცია აქვს”, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერის, გიორგი ვაშაძის მიერ ბოლოდროინდელი განცხადებების შესახებ დასმული კითხვების საპასუხოდ აღნიშნა.

პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, გიორგი ვაშაძე პოლიტიკურ, ეთიკურ და ადამიანურ ზღვარს არის აცდენილი.

“ვხედავთ, რომ მისი განცხადებები ადამიანური ეთიკის და ქვეყნის მიმართ პატრიოტული დამოკიდებულების ყველანაირ ზღვარს გასულია, ამიტომ, მის განცხადებებზე რაიმე კომენტარი, ვფიქრობ, არის ზედმეტი. როგორც ჩანს, მას აქვს რაღაც ინფორმაცია, მას უნდა ჰკითხოთ, მე რა გითხრათ. მის განცხადებებზე კომენტარისგან თავს შევიკავებ, ვინაიდან ის აცდენილია ყოველგვარ ზღვარს, პოლიტიკურს, ეთიკურს, ადამიანურს“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ცნობისთვის, “სტრატეგია აღმაშენებლის” ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ უკრაინაში ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ საქართველოს მთავრობას შესთავაზა თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის მრავალმილიარდიანი პაკეტი, რაზეც „ქართულმა ოცნებამ“ უარი თქვა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები