შალვა პაპუაშვილი – კეზერაშვილზე: რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს და მართავს ოლიგარქი

თავად აღიარებენ, რომ არის ადამიანი, რომელსაც საქართველოს ჯარისთვის მოპარული ფულით აქვს ქონება შეგროვებული და აფინანსებს მედიას, პარტიებს თუ არასამთავრობო ორგანიზაციებს, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა დავით კეზერაშვილზე საუბრისას განაცხადა.

მისი შეფასებით, ოპოზიციას თავისი შემოტანილი ტერმინი ოლიგარქი ბუმერანგივით დაუბრუნდა.

„ეს არის თავად დეფინიცია ოლიგარქისა და ცხოვრებისეული ირონიაა თავად ამაში მცხოვრები რადიკალური ოპოზიციის, რომ ბუმერანგივით ეს ტერმინი მიუბრუნდათ უკან. სწორედ ეს იყო მიზეზი, რის გამოც ოპოზიცია არა მხოლოდ დეოლიგარქიზაციის უკრაინულ მოდელზე ამბობს უარს, არამედ განაცხადეს, რომ საკუთარ მოდელს წარმოადგენდნენ, რომელიც ასევე არ წარმოადგინეს. რანაირი შინაარსიც  უნდა მისცენ ამ კანონს, საბოლოოდ, ნებისმიერ ოლიგარქს აღმოაჩენენ საკუთარ რიგებში. კარგი რაც მოიტანა ამ პროცესმა, არის აღიარება, რომ რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებს და მართავს ოლიგარქი. ვნახეთ, რომ პარტია ფაქტობრივად ჩამოიშალა, იმიტომ რომ შიდა მმართველობაში ჩაერია ოლიგარქი“, – აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები