„დღეს საქართველო რეგიონში მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძულია“ – არჩილ თალაკვაძე

ამ რთულ ვითარებაში, დღეს საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების კუნძული, – ამის შესახებ პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, რეგიონში არსებული რეცესიის მიუხედავად, საქართველოს ეკონომიკური ზრდა ევროინტეგრაციის გზაზე წინსვლა აქვს.

„როდესაც რეგიონში არის რეცესია, ჩვენ გვაქვს ეკონომიკური ზრდა, გვაქვს მშვიდობა, როცა რეგიონში ყველგან ცეცხლი ანთია და ომი მიმდინარეობს და გაქვს წინსვლა ინსტიტუციური რეფორმებისა და ევროინტეგრაციის გზაზე მაშინ, როდესაც ჩვენს სამეზობლოში ამისთვის პრაქტიკულად არავის სცალია. ლარსზე, სარფში რიგი ეს კიდევ ერთი მაჩვენებელია იმისა, რომ საქართველო რეგიონში არის მშვიდობისა და უსაფრთხოების თვალსაზრისით ყველაზე სტაბილური კუნძული“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები