ზაზა ლომინაძე და ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების ევრაზიის რეგიონის მენეჯერს შეხვდნენ

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე ზაზა ლომინაძე და კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ვლადიმერ კახაძე ამერიკული ორგანიზაცია „თამბაქოსგან თავისუფალი ბავშვების“ პროგრამების მენეჯერს ევრაზიის რეგიონში, ოლგა კნორეს შეხვდნენ.

საქართველოს პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე ყურადღება დაეთმო საქართველოში თამბაქოს კონტროლის სფეროში არსებულ გამოწვევებს და მოზარდებში თამბაქოს გავრცელების პრევენციის საკითხს.

„ქალბატონი ოლგა კნორე აქტიურად არის ჩართული თამბაქოსთან ბრძოლის პროგრამის განხორციელების პროცესში და მასთან ყოველი შეხვედრა ჩვენთვის საინტერესო და მნიშვნელოვანია. დღევანდელ შეხვედრაზე გავაანალიზეთ არსებული მდგომარეობა. შევთანხმდით იმ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტა საჭირო და აუცილებელია იმისათვის, რომ მომავალი თაობა დავიცვათ თამბაქოსგან. ვიმსჯელეთ ასევე იმის თაობაზე, თუ როგორ გავამკაცროთ უფრო მეტად თამბაქოზე კონტროლი და როგორ ვებრძოლოთ თამბაქოს გავრცელებას სკოლის მოსწავლეებში. დავსახეთ სამომავლო თანამშრომლობის გეგმები“, – განაცხადა შეხვედრის შემდეგ ზაზა ლომინაძემ.

შეხვედრას ასევე ესწრებოდა თამბაქოს კონტროლის ალიანსის ხელმძღვანელი საქართველოში გიორგი ბახტურიძე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები