თაკო ჩარკვიანი – “ნაცმოძრაობაზე”: როდესაც გამოდის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და განცხადებას აკეთებს, რომ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი, არ ბადებს ეს ლოგიკურ კითხვებს?

“როდესაც გამოდის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და განცხადებას აკეთებს, რომ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი, არ ბადებს ეს ლოგიკურ კითხვებს? მე გამიჩნდა კითხვა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამან, ფაქტია – არა ოპოზიციის, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ წისქვილზე, თუ განზრახ დაასხა, ეს უმეცრებაა“, – ამის შესახებ „კანონი და სამართლის“ ლიდერმა, თაკო ჩარკვიანმა “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბრისას განაცხადა.

ჩარკვიანი კეზერაშვილის განცხადებასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ თავდაცვის ყოფილ მინისტრთან შეხება არასოდეს ჰქონია.

“მართლა არ მაქვს ინფორმაცია, შეხება არასდროს მქონია ამ ადამიანთან. საერთოდ, ვცდილობ ხოლმე, ფრთხილი ვიყო ასეთ რაღაცებში, ამიტომ, ვერ გეტყვით.

არ მინდა, რომ ჩამოიშალოს დასავლური ვექტორის მსხვილი ოპოზიციური პარტია, ამიტომ ვაძლევ რჩევებს და არ მომწონს, როდესაც თავმჯდომარეს აიგივებენ პარტიასთან, თავმჯდომარეები იცვლება, არ იცვლება იდეალისტი ამომრჩეველი, რომელსაც ძალიან დიდ პატივს ვცემ, ვურჩევ ხოლმე უფრო აქტიური ლიდერი მოძებნონ, რომ გააქტიურდეს პროცესი.

რაც შეეხება ნიკა მელიას განცხადებას, უკიდურესად არ მომეწონა და ვთქვი, რომ პოლიტიკურ მორალს გასცილდა, პოლიტიკას თუ გამოაცლი მორალს, შეიძლება, მხოლოდ ტალახში დარჩე-მეთქი ვუთხარი. სამი თვის წინ მოვისმინე მისი განცხადება, პარტნიორად მივიჩნევო, ამიტომ, ლეგიტიმური კითხვაა, როდის შეიტყო კეზერაშვილის ოლიგარქობის შესახებ. ეს არ არის კარგი, ეს ორმაგი სტანდარტია. მე სხვა რამით უფრო დავინტერესდი აქ, კითხვა გამიჩნდა ნიკას მიმართ. მთელმა დასავლეთმა შეიტანა ოლიგარქიის სიაში ივანიშვილი, ყოველ შემთხვევაში ჩვენ იქ დასახელებული კეზერაშვილი არ გვინახავს. შესაბამისად, როდესაც გამოდის მსხვილი ოპოზიციური პარტიის ლიდერი და განცხადებას აკეთებს, რომ ოპოზიციას აფინანსებს ოლიგარქი, არ ბადებს ეს ლოგიკურ კითხვებს? მე გამიჩნდა კითხვა, ვის წისქვილზე დაასხა წყალი ამან, ფაქტია არა ოპოზიციის, ფაქტია, რომ „ქართული ოცნების“ წისქვილზე, თუ განზრახ დაასხა, ეს უმეცრებაა“, – აღნიშნა ჩარკვიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები