ნიკოლოზ სამხარაძე – „არავის მივცემთ უფლებას, შელახოს ჩვენი ქვეყნის სუვერენიტეტი და ტერიტორიული მთლიანობა”

საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ სოხუმში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს  ვიზიტი დაგმო და აღნიშნა, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება, ამას შესაძლოა, ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი მოყვეს.

„სოხუმში ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს  ვიზიტი არის არამეგობრული ჟესტი და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის და სუვერენიტეტის უხეში დარღვევა. ყველა ვთანხმდებით, რომ ასეთი ნაბიჯების გადადგმა ძირს უთხრის ქვეყნის სუვერენიტეტს და საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებს ასევე, ძირს უთხრის საქართველოსა და ბელარუსს შორის დიპლომატიურ ურთიერთობებს.
ბელარუსულმა მხარემ უნდა იცოდეს, რომ თუ მომავალში მსგავსი ნაბიჯი განმეორდება ამას შეიძლება მოყვეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების გაწყვეტაც კი. ჩვენ არავის მივცემთ უფლებას შელახოს ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და სუვერენიტეტი”, – ამის შესახებ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის სხდომაზე განაცხადა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები