ალუდა ღუდუშაური: თუ ვინმემ სადმე ოლიგარქი უნდა ეძებოს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, რომელიც ფლობს სადავეებს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში

“ყველა ის კომპონენტი, რომელიც კლასიკური გაგებით ოლიგარქს შეესაბამება, თვალნათლივ დავინახეთ”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ალუდა ღუდუშაური თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას.

“ეს იყო პრაქტიკულად აღიარება და იმის დასტური, რომ თუ ვინმემ სადმე ოლიგარქი უნდა ეძებოს, ეს არის ბატონი კეზერაშვილი, რომელიც ფლობს სადავეებს კონკრეტულ პოლიტიკურ ჯგუფებში, კონკრეტულ პარტიაში, ფლობს მედიასაშუალებას. აქედან გამომდინარე, ყველა ის კომპონენტი, რომელიც კლასიკური გაგებით ოლიგარქს შეესაბამება, თვალნათლივ დავინახეთ, მისი განცხადებიდანაც კარგად ჩანს ეს ყველაფერი”, – აღნიშნა ალუდა ღუდუშაურმა.

ცნობისთვის, კეზერაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არ მაქვს”. კეზერაშვილის თქმითვე, ის დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გააგრძელებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები