ირაკლი ზარქუა – კეზერაშვილზე: ქურდ-ბაცაცებს, ოლიგარქებს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ირაკლი ზარქუა თავდაცვის ყოფილი მინისტრის, დავით კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

ზარქუას შეფასებით, ოლიგარქებს საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა უნდა აეკრძალოთ.

“ეს ადამიანი, რომელიც არის სახელმწიფო ქონების ქურდი, იყო წაგებული ომის მინისტრი, რომელმაც ჯარისკაცებს ფული მოჰპარა. ამით ახლა აფინანსებს იმ ოპოზიციას, რომელიც რევოლუციური სცენარებით იმუქრება და აფინანსებს ოპოზიციურ ტელევიზიას. კლასიკური გაგებით, ეს არის ოლიგარქი. აღიარა და მადლობა მას ამ ლუსტრაციისთვის. დაფინანსებულები, რომლებიც უკვე ერთმანეთში კამათობენ, ვის უფრო მეტი ჩაურიცხა, ახლა რას იტყვიან? მე მგონია, რომ უნდა მივიღოთ კანონი ოლიგარქიის შესახებ, რომელიც არის უკრაინული მოდელი, პირდაპირ უნდა ითარგმნოს და მიიღოს საქართველომ. ამით ქურდ-ბაცაცებს, ოლიგარქებს უნდა აეკრძალოთ საქართველოს პოლიტიკაში მონაწილეობა”, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.

ცნობისთვის, კეზერაშვილმა დღეს განცხადება გაავრცელა, სადაც ნათქვამია: “მკაფიოდ ვამბობ – მე არასოდეს ჩავრეულვარ და არც მომავალში ვაპირებ ჩარევას ცალკეული ოპოზიციური პარტიების დღის წესრიგის განსაზღვრაში. პარტიული პოლიტიკის მიმართ ჩემი ინტერესი არ მაქვს”. კეზერაშვილის თქმითვე, ის დამოუკიდებელი მედიის მხარდაჭერას გააგრძელებს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები