პიტერ სტანო: ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრე ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში

ევროკომისიის საგარეო ქმედებათა სამსახურის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ბელარუსის პრეზიდენტის ვიზიტი ოკუპირებულ აფხაზეთში არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას, რაც წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

აღნიშნულის შესახებ სტანომ ბრიუსელში გამართულ ბრიფინგზე, ჟურნალისტის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

“ევროკავშირი მკაცრად გმობს ალექსანდრ ლუკაშენკოს ვიზიტს საქართველოს თვითგამოცხადებულ რეგიონში – აფხაზეთში. გარდა იმისა, რომ ამ პიროვნებას, ლუკაშენკოს, არ აქვს ლეგიტიმაცია, იმოქმედოს როგორც სახელმწიფოს მეთაურმა, ეს ვიზიტი განხორციელდა საქართველოს მთავრობის თანხმობის გარეშე, რომელსაც აქვს ერთადერთი ლეგიტიმური უფლებამოსილება აფხაზეთის რეგიონზე.

ასე რომ, ეს ვიზიტი არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას და წარმოადგენს საერთაშორისო სამართლის უხეშ დარღვევას.

ევროკავშირი კვლავ ადასტურებს თავის ძლიერ და მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – აღნიშნა პიტერ სტანომ.

ვიდეო ბმული: https://audiovisual.ec.europa.eu/en/video/I-230867

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები