რატი იონათამიშვილი: “ნაცმოძრაობის” დაშლა შეუქცევადი პროცესია და პანდორას ყუთი გახსნილია

„ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა შეუქცევადი პროცესია, პანდორას ყუთი გახსნილია და კიდევ ბევრ მანკიერ თვისებას დავინახავთ, რაც პარტიაში ბუდობდა, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა, რითაც დავით კეზერაშვილის განცხადებას გამოეხმაურა.

„ერთადერთი ინტერესი, რაც დღეს „ნაციონალურ მოძრაობაში“ აქვთ, ეს არის ურთიერთდაპირისპირება. ხან უპირისპირდებიან კეზერაშვილს კრიმინალური ფულის გამო, ხან ისეთი ინიციატივებით გამოდიან, როგორიც იყო, რომ თუ 1000 ლარს გადაიხდიდა ოკუპანტი ქვეყნის მოქალაქე, ნიშნავდა, რომ ის არ აღიარებდა იმას, რომ რუსეთის ბრალი იყო ოკუპაცია, რაც დანაშაულია სახელმწიფოს წინაშე. ფაქტია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ დაშლა არის შეუქცევადი პროცესი, პანდორას ყუთი გახსნილია და კიდევ ბევრ მანკიერ თვისებას დავინახავთ, რაც ბუდობდა პარტიაში“, – განაცხადა იონათამიშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები