თეა წულუკიანი: გარდა იმისა, რომ ელენე ხოშტარია პუტინისგან რეგულარულად იღებს თანხას, ასევე, იღებს ოლიგარქი კეზერაშვილისგან

ელენე ხოშტარია ოლიგარქი კეზერაშვილისგან თანხას იღებს და მის ადვოკატად არის ქცეული, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.

მისივე თქმით, ოპოზიციურ ფლანგზე დაპირისპირების მიზეზი სწორედ კეზერაშვილია.

„ელენე ხოშტარიას და სხვა ხელმოცარულ პოლიტიკოსებს რაც შეეხება, რასაკვირველია, მათ აქვთ სხვებთან დაპირისპირება, თავისი გუნდის წევრებთან, რადგან გარდა იმისა, რომ ქალბატონი ელენე, მისი ოჯახი პუტინისგან იღებს რეგულარულად საბანკო ანგარიშზე რუბლებში თანხას, და დღემდე არ აგვიხსნა, რაში იღებს ამ თანხას, გველაპარაკება იმაზე, თითქოს გარდაცვლილი წინაპრის ჰონორარებს იღებს დღემდე, ასევე, იღებს თანხას ოლიგარქი კეზერაშვილისგან და მის ადვოკატად არის ქცეული“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები