“ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი მეგობრები გადაწყვეტილებას მათთვის დროულად მიიღებენ” – პესკოვი მინსკის მიერ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებაზე

რუსეთის და ბელარუსის პრეზიდენტებს, სოჭში, მინსკის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. დამოუკიდებლობის აღიარების საკითხი არ განუხილავთ, – თქვა კრემლის სპიკერმა, დიმიტრი პესკოვმა.

შესაბამისი კითხვის კომენტირებისას მან თქვა: „ეს თემები არ განხილულა“.

მისივე თქმით, ამავე კონტექსტში საუბარი არც რუსეთის მიერ ანექსირებულ ყირიმზე ყოფილა.

„ეს არის ბელარუსის შიდა, სუვერენული უფლება და ჩვენ ველოდებით, რომ ჩვენი ბელარუსი მეგობრები დამოუკიდებლად და მათთვის დროულად მიიღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას“, – დასძინა პესკოვმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები