თეა წულუკიანი: ნიკა მელიას ის სჭირს, რაც დაიმსახურა, ოპოზიცია აღარ არსებობს

მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, – ამის შესახებ ვიცეპრემიერმა, თეა წულუკიანმა ნიკა მელიაზე საუბრისას განაცხადა.

მანვე აღნიშნა, რომ მელია ლიდერად ვერ ჩამოყალიბდა, სწორედ ამიტომ არის კატასტროფის პირას.

„თქვენი ნებართვით, ნიკა მელიას ბედზე ნიანგის ცრემლებით საუბარს არ დავიწყებ, რადგან მას სჭირს, რაც დაიმსახურა, ვერ ჩამოყალიბდა ლიდერად, ამიტომაც, ეს ყველაფერი არის იმ კატასტროფის პირას, რომელსაც ყველა ერთად, ზოგი მხიარულად, ზოგი დამწუხრებით უყურებს, რა სჭირს ჩვენს რადიკალურ ოპოზიციას. რეალურად, ოპოზიცია თითქმის აღარ არსებობს, რაც ჩვენი ქვეყნისთვის ძალიან დიდი პოლიტიკური პრობლემაა“, – აღნიშნა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები