გიორგი ამილახვარი: რუსეთიდან გასული პირების მიმართ საქართველოც სწორედ იმ პოლიტიკას მიჰყვება, რასაც თუნდაც აშშ და ევროკავშირი

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, გიორგი ამილახვრის განცხადებით, რუსეთიდან გასული პირების მიმართ საქართველო იმ პოლიტიკას მიჰყვება, რასაც აშშ და ევროკავშირი.

როგორც ამილახვარმა “ქრონიკას” განუცხადა, სიტუაცია სრულად კონტოლირებადია.

„ის პოლიტიკა, რომელსაც ატარებს თუნდაც ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირი დღეს რუსეთიდან გასული პირების მიმართ, სწორედ იმ პოლიტიკას მიჰყვება დღეს საქართველოც. არავინ კეტავს საზღვრებს. სრულად კონტროლდება საზღვარი. სიტუაცია სრულად კონტროლირებადია და ასეც გაგრძელდება, როგორც ეს ხდებოდა ბოლო თვეების განმავლობაში“, – განაცხადა ამილახვარმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები