“აფხაზეთში ლუკაშენკოს ვიზიტზე საქართველოს რეაქცია არ გვაღელვებს” – ინალ არძინბა
ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ განაცხადა, რომ ბიჭვინთაში ბელარუსის ლიდერის, ალექსანდრე ლუკაშენკოს “ვიზიტზე” “საქართველოს რეაქცია აფხაზეთში არ აღელვებთ”.
ამის შესახებ ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტროს პრესსამსახური იტყობინება.
“აფხაზეთის რესპუბლიკა არის დამოუკიდებელი სახელმწიფო, საერთაშორისო სამართლის სუბიექტი და ის გეოპოლიტიკური რეალობაა. ჩვენ განვიხილავთ ბელარუსს, როგორც ჩვენი საგარეო პოლიტიკის მნიშვნელოვან სფეროს. ისინი ჩვენი მეგობრები არიან. ამ ვიზიტზე მესამე ქვეყნების რეაქცია, მაგალითად, საქართველოსი, არ გვაღელვებს“, – განაცხადა არძინბამ.