„2 600-ზე მეტი ექსპონატი არის დაკარგული“ – კულტურის მინისტრი

ჩვენ მიერ დასახელებული რიცხვი არის ჯერ კიდევ დაუსრულებელი ინვენტარიზაციის, შუალედური რიცხვი. 2 600-ზე მეტი ექსპონატი არის დაკარგული. ეს რიცხვი ალბათ გაიზრდება, ყოველ შემთხვევაში ვერ შემცირდება, – ამის შესახებ ვიცე-პრემიერმა, კულტურის, სპორტის და ახალგაზრდობის მინისტრმა თეა წულუკიანმა ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, თუ სად არის ე.წ. გამქრალი ექსპონატები, ამის შესახებ უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ამდენი წელი ეროვნული მუზეუმის გაერთიანება.

„ესენია ე.წ. გამქრალი ექსპონატები. გამქრალი იმიტომ, რომ ის რიცხვი ექსპონატებისა, რომელიც არ დაგვხვდა ადგილზე არის გაცილებით მეტი, მაგრამ არაერთი მათგანის შემთხვევაში კვალი არსებობს, სად იყო დროებით გატანილი და შეიძლება მუშაობა მათ დაბრუნებაზე, თუ კი ისევ იქ დაგვხვდება. მაგრამ რასაც კვალი არ აქვს, იყო და აღარ არის, მცირეოდენი ოდენობის მუზეუმებში ასეთი არის 2 600-ზე მეტი. სად გაქრა, ეს, რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გვეცოდინება. ეს უნდა თქვან მათ, ვის ხელშიც იყო ამდენი წელი ეროვნული მუზეუმის გაერთიანება. ვინც ამბობდა, რომ ეს გაერთიანება სამართავად ყველაზე ეფექტურია და აღმოჩნდა, რომ ძალიან მძიმე სამართავია ამდენი მუზეუმი ერთად. როდესაც ეს ინვენტარიზაცია დასრულდება, რა თქმა უნდა, ეს გადაეგზავნება პროკურატურას და შემდეგ იმედი გვაქვს, რომ თუნდაც ყველაზე მნიშვნელოვანი ექსპონატების კვალი იქნება დადგენილი. დაკარგულია ფერწერული ტილოები, მაგალითად გიგო გაბაშვილის ნახატები, გუდიაშვილები, აივაზოვსკი. არის ქანდაკების ფონდიდან დაკარგული ქანდაკებები, ქვის ფონდიდანაც. საკმაოდ დიდი პალიტრაა“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები