„ბელარუსის მარგინალიზებული „ლიდერის“ სამარცხვინო ნაბიჯი“ – კვირიკაშვილი ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტზე

საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ბელარუსის პრეზიდენტის, ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს „სამარცხვინო ნაბიჯს“ უწოდებს.

მისი თქმით, ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში.

„ბელარუსის მარგინალიზებული „ლიდერის“, ლუკაშენკოს სამარცხვინო ნაბიჯი – იმოქმედოს როგორც რუსეთის სახელმწიფოს კიდევ უფრო მარგინალიზებული ჩაძირული მეთაურის, პუტინის მარიონეტმა. ვერავინ შეცვლის ქართველებისა და აფხაზების ბედს მშვიდობიანად იცხოვრონ ერთიან საქართველოში – იმედია უფრო ადრე, ვიდრე გვიან“, – წერს გიორგი კვირიკაშვილი Twitter-ზე.

შეგახსენებთ, რომ ბელორუსის ლიდერი, ალექსანდრე ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში, ბიჭვინთაში ჩავიდა, სადაც დე ფაქტო პრეზიდენტთან, ასლან ბჟანიასთან მოლაპარაკება გამართა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები