მიხეილ სააკაშვილი საქართველოში სიტუაციის “მალე შეცვლას” აანონსებს
საქართველოში სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. რა თქმა უნდა, არ ვისურვებდი, რომ საქართველოს გაევლო ისეთივე მეიდანი, როგორც უკრაინას, არამედ ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოხდეს, – ამის შესახებ საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გადაცემა События – ში სტუმრობისას განაცხადა. მისი თქმით, საქართველოში 2012 წლის არჩევნებში “გაზპრომის” ყველაზე დიდმა კერძო აქციონერმა გაიმარჯვა და პუტინმა არჩევნებზე მას 2 მილიარდი დოლარი გამოუყო.
“ჩემდა სამარცხვინოდ, საქართველოს ახალი ხელისუფლება იყო მაიდნის წინააღმდეგი, მათ უარი თქვეს გაეკეთებინათ განცხადება თვითმფრინავის ჩამოგდების შემდეგ და თქვეს, რომ ჩვენ კარგი ურთიერთობა გვაქვს რუსეთთან. რამდენიმე დღის წინ დააჯარიმეს გულშემატკივარი, რომელმაც სტადიონზე გაშალა ცნობილი პლაკატი იმის შესახებ, თუ ვინ არის პუტინი. ბევრი ადამიანია, რომელიც ფიქრობს, რომ რუსეთი ყველაზე ძლიერია და ის მაინც ყველაფერს მიაღწევს. მე ვფიქრობ, უკრაინა წერტილს დაუსვამს ამ ლოგიკას.
მე ვფიქრობ, საქართველოში სიტუაცია ძალიან მალე შეიცვლება. არ ვისურვებდი, რომ საქართველომ გაიაროს ისეთივე მაიდანი, რაც უკრაინამ. რა თქმა უნდა, მე ეს არ მინდა. მე ვისურვებდი ეს მშვიდობიანი, დემოკრატიული გზით მოხდეს. ქართველი ხალხი, რა თქმა უნდა, მთელი სულით და გულით მხარს უჭერს უკრაინას”, – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.