აფხაზეთის მთავრობის წევრები ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ

ათონის მთაზე ვიზიტის ფარგლებში, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის მოადგილე ანზორ მარგიანი და აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა მინისტრი დავით ფაცაცია, ქალაქ სალონიკში საქართველოს გენერალურ კონსულთან გელა ჯაფარიძესთან ერთად, ივერონის მონასტრის წინამძღვარს არქიმანდრიტ ნათანაილს შეხვდნენ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა ივერონის მონასტერში დაცულ სიწმინდეებზე, მართლმადიდებლობაზე და რწმენაში ერთიანობაზე ისაუბრეს.

„მადლობას ვუხდი არქიმანდრიტ ნათანაილს გულთბილი მასპინძლობისთვის. ჩემთვის უდიდესი პატივი და ბედნიერება იყო, მისი ინიციატივით ივერონის მონასტრის საპატიო სტუმრების წიგნში ჩანაწერის გაკეთება.

საქართველო ვითარდება, მაგრამ ყველაფერთან ერთად მთავარია სულიერი განმტკიცება და სიძლიერე. ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ ჩვენი სამშობლო ღმერთის რწმენით და სიყვარულით არის გადარჩენილი.

ჩვენ აფხაზეთში გვაქვს ჩვენი ახალი ათონი და იმედიანად ვარ განწყობილი, რომ უფლის წყალობით ძალიან მალე შევძლებთ გაერთიანებულ საქართველოში, ჩვენს ახალ ათონში წირვა-ლოცვას“, – განაცხადა მინისტრმა დავით ფაცაციამ.

ივერონის მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა ნათანაილმა ქართული დელეგაციის წევრები დალოცა, სიმტკიცე და სიძლიერე უსურვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები