ვახტანგ ჩოჩია – შვედეთის პრემიერის განცხადებაზე: ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც არის ქართული
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის კაბინეტის უფროსი ვახტანგ ჩოჩია, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას ეხმაურება.
„ჩვენ თვალს ვადევნებთ იგივე დამოკიდებულებას საქართველოსთან დაკავშირებითაც. გვთხოვენ ოჯახური ღირებულებების დაცვის შესახებ, გამჭვირვალობის შესახებ კანონების გაუქმებას. ებრძვიან ყველაფერ იმას, რაც არის ქართული, რაც არის ეროვნული, რაც არის ჩვენს ტრადიციულ ფასეულობებზე დაფუძნებული და, ამავდროულად, იმას რაც ხელს უშლის სხვადასხვა ქვეყნებს საქართველოს შიდა საქმეებში ჩარევას“, – აცხადებს ჩოჩია.
ცნობისთვის, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.