ნინო წილოსანი: ჩვენი პრინციპული პოზიციაა, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით

პარლამენტის ვიცე-სპიკერი ნინო წილოსანი, ერთნაირსქესიანთა ქორწინების შესახებ შვედეთის პრემიერ-მინისტრის განცხადებას გამოეხმაურა.

„არის თუ არა ეს იმის დადასტურება, რომ ერთნაირსქესიანთა ქორწინება იქნებოდა აუცილებელი წინაპირობა საქართველოს და ევროკავშირს შორის ურთიერთობების? დიახ, არის. როდესაც უკრაინას – ომში მყოფ ქვეყანას სთხოვენ ერთნაირსქესიანთა ქორწინების მიღებას და ეს ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთ-ერთი წამყვანი პირობაა, რა თქმა უნდა, ჩვენი პრინციპული პოზიცია არის ჩვენი განაცხადი, რომ ჩვენთვის რელიგიური გრძნობები, ჩვენი ტრადიციები, ოჯახური ღირებულებები უპირატესია და ამას ვერანაირ სხვა ბენეფიტზე ვერ გავცვლით“, – აცხადებს წილოსანი.

ცნობისთვის, შვედეთი უკრაინისგან ევროკავშირში გაწევრიანებისთვის ერთნაირსქესიანთა ქორწინების საკითხის დარეგულირებას ითხოვს. შესაბამისი განცხადება შვედეთის პრემიერმა უკრაინელი ლგბტ თემის წარმომადგენლების მასპინძლობის შემდეგ გაავრცელა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები