“თელასი”: 2 აგვისტოს სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა – დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს

,,2 აგვისტოს, სს “თელასის” სერვერებზე ჰაკერული თავდასხმა მოხდა, შეფერხდა კომპანიის სხვადასხვა პროგრამული მოდულებისა და სერვისების მუშაობა”,- ამის შესახებ, სს “თელასის” მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

მათივე ცნობით, ამჟამად ვერ სრულდება მომხმარებლისთვის ელექტრონული შეტყობინებების გაგზავნა ავარიულ გათიშვებსა და მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით, ასევე შესაბამის ორგანიზაციებთან წინასწარი ინფორმაციის გაგზავნა თბილისის ელექტროქსელში დაგეგმილი სამუშაოების შეთანხმების შესახებ.

,,კომპანიის ინფორმაციული ტექნოლოგიების სპეციალისტები მუშაობენ აღნიშნული პრობლემის უმოკლეს დროში მოსაგვარებლად.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო.

დედაქალაქის ელექტრომომარაგება ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს”,- წერია განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები