გურამ მაჭარაშვილი: შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი
,,ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი”, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა, გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, დასკვნაში არ იქნება არც ერთი წინადადება, რომელიც შესაბამისი მტკიცებულებებით
არ იქნება გამყარებული.
„ჩვენ შეგვიძლია თავისუფლად ვთქვათ, რომ საგამოძიებო კომისიის ეს დასკვნა იქნება ისტორიული დოკუმენტი. სამართლებრივი თვალსაზრისით იქნება ძალიან მაღალი ხარისხის. არც ერთი წინადადება არ იქნება დასკვნაში, რომელიც არ იქნება გამყარებული შესაბამისი მტკიცებულებებით. ამასთან, მორიგ ჯერზე დადასტურდება დოკუმენტურად ის ფაქტი, რომ არ შეიძლება ისეთი პოლიტიკური რეჟიმი და პარტია, როგორიცაა „ნაცმოძრაობა“ და მისი ფილიალები, ზოგადად, იყვნენ პოლიტიკაში. არა თუ ხელისუფლებაში, არამედ ზოგადად, პოლიტიკაში. ეს დასკვნა იძლევა ამის საშუალებას. პროცედურულად, ჩვენ ამ დასკვნას გადავცემთ ბიუროს, რომლის მეშვეობითაც უკვე სესიაზე იქნება განხილული ეს საკითხი. შესაბამისად, უკვე, ბუნებრივია, შემაჯამებელი სიტყვა იქნება საქართველოს პარლამენტის მხრიდან. რაც შეეხება საკონსტიტუციო სარჩელს – რა თქმა უნდა, ეს წინადადება რომ საკონსტიტუციო სარჩელით უნდა იქნეს მიმართული სასამართლოსადმი და ამ დასკვნების საფუძველზე იქნეს აკრძალული კოლექტიური „ნაცმოძრაობა“, არის ძალაში. თუმცა ეს არის უკვე არა კომისიის, არამედ საქართველოს პარლამენტის შესადგენი და გასაკეთებელი,“ – განაცხადა მაჭარაშვილმა.
ცნობისთვის, პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისია დასკვნით სხდომას მართავს, სადაც დასკვნას დაამტკიცებენ.