კახა კალაძე: ვწუხვარ ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო – უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ
თბილისის მერი კახა კალაძე, ქართველი კინორეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
,,ვწუხვარ ცნობილი ქართველი რეჟისორის, ელდარ შენგელაიას გარდაცვალების გამო, უდიდესი დანაკარგი განიცადა ქართულმა კინოხელოვნებამ.
მის ფილმები, არა მხოლოდ ქართული, მსოფლიო კულტურის ნაწილია, მისი კინოფრაზები კი ჩვენი საზოგადოების ყოველდღიურ დიალოგებად იქცა.
ელდარ შენგელაიას შემოქმედება, ქართული ტიპაჟებით, თვით ირონიით, ინდივიდუალიზმით, ტკივილისა და იმედის განცდით – კარგა ხანია გასცდა ეკრანის ჩარჩოს და იქცა ქართველი ხალხის საკუთრებად.
ვუსამძიმრებ ბატონი ელდარის ოჯახის წევრებს, კინოსაზოგადოებას, მთელ საქართველოს!”,- წერს კალაძე.