იგეგმება თუ არა ოკუპირებულ აფხაზეთში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის გაძლიერება ან აღჭურვა – ინალ არძინბას კომენტარი

ოკუპირებულ აფხაზეთში სამუშაო ჯგუფი შექმნეს, რომელიც ე.წ. რესპუბლიკის არმიის საბრძოლო მზადყოფნის შეფასებაზე იმუშავებს და საკითხებს, მათ შორის, რუსეთთან შეიმუშავებს.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა, ინალ არძინბამ “რია ნოვოსტისთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისი თქმით, ე.წ. რესპუბლიკის დე ფაქტო ხელისუფლება “პრაგმატულად აფასებს ქართველი პოლიტიკოსების განცხადებებს, რომ ისინი არ აპირებენ სამხედრო ოპერაციების ჩატარებას ან რეფერენდუმის შესახებ”.

“პირველ ყოვლისა, განცხადებებს კი არა, საქმეებს უნდა შევხედოთ. საქმეები კი ჩამოგითვალეთ”, – თქვა მან.

კითხვაზე, იგეგმება თუ არა საქართველოში განვითარებული მოვლენების ფონზე აფხაზეთში რუსული მე-7 სამხედრო ბაზის გაძლიერება ან აღჭურვა, არძინბა თქვა, რომ „ეს არის კითხვა, რომელიც რუს კოლეგებს უნდა დაუსვათ, ჩვენი მხრიდან მთავრობის ბაზაზე შეიქმნა სამუშაო ჯგუფი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები