შალვა პაპუაშვილი – არასამთავრობო ორგანიზაციებზე: თავად ვერც კი სწვდებიან იმ თამასას, რომელსაც ისინი სხვას უყენებენ, ეს არის ფარისევლობა

ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით, კრიტერიუმების გარეშე, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილმა არასამთავრობო ორგანიზაციების მიერ სახალხო დამცველის პოსტზე დასახელებული 3 კანდიდატის შერჩევასთან დაკავშირებით საუბრისას განაცხადა.

პაპუაშვილის განცხადებით, პროცესი ადასტურებს იმას, რომ სამოქალაქო სექტორში კრიზისია.

„არის გამოცხადებული კონკურსი. 29 სექტემბრის ჩათვლით ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, შემოიტანოს განცხადება.
რაც შეეხება რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ პარალელურ აქტივობებს, ჩვენ ვნახეთ ერთი რამ – ზუსტად ის ორგანიზაციები, რომლებიც ხან პარლამენტს, ხან მთავრობას, ხან პარტიებს მიუთითებენ, რომ რაღაც პროცესი უნდა იყოს გამჭვირვალე, უნდა იყოს კრიტერიუმებზე დაყრდნობით და საჯარო, დახურული, არაგამჭვირვალე, პროცესით, კრიტერიუმების გარეშე, რაღაცნაირად გარიგდნენ რომელიღაც კანდიდატებზე. ფაქტობრივად, ეს ადასტურებს იმას, თუ როგორი კრიზისი არის სამოქალაქო სექტორში. ისინი თავად ვერც კი სწვდებიან იმ თამასას, რომელსაც ისინი სხვას უყენებენ. ერთი განხილვაც კი არ ჰქონიათ საჯარო, არც კი უთქვამთ რა კრიტერიუმებზე დაყრდნობით არის ეს. არავის შეეძლო, საკუთარი ინიციატივით მიემართა, რომ მისი კანდიდატურა განეხილათ. ეს არის ფარისევლობა”, – განაცხადა პაპუაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები