მაკა ბოჭორიშვილი საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად უნგრეთს ეწვევა

საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, 28 სექტემბერს უნგრეთს ეწვევა.

ვიზიტის ფარგლებში, დაგეგმილია საქართველოს პარლამენტის დელეგაციის შეხვედრები უნგრეთის სახელმწიფო მინისტრთან უსაფრთხოების საკითხებში, ეროვნული ასამბლეის ვიცესპიკერთან, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარესთან და კომიტეტის წევრებთან, ასევე, ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებთან.
ვიზიტის მიზანია საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე უნგრეთის მხარდაჭერის განმტკიცება, ასევე, ორ ქვეყანას შორის პოლიტიკური, სავაჭრო-ეკონომიკური, ტურიზმის, კულტურისა და განათლების სფეროებში თანამშრომლობის ხელშეწყობა. საპარლამენტო დელეგაციის შემადგენლობაში არიან საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის წევრი – ირაკლი ჩიქოვანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის წევრი – ჰერმან საბო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები