მიხეილ სარჯველაძე: „ნაცმოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ არის იმ დონის მოთამაშე, რომ იქ მიმდინარე პროცესებს რამე დიდი რყევის გამოწვევა შეეძლოს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის, მიხეილ სარჯველაძის განცხადებით, “ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ არის იმ დონის მოთამაშე, რომ იქ მიმდინარე პროცესებს რამე დიდი რყევის გამოწვევა შეეძლოს ქართულ პოლიტიკაში.

„ნაციონალურ მოძრაობას“ ან მის მომხრეებს შეიძლება, ზედმეტი შეხედულება აქვთ ამ პარტიაზე, როდესაც ისინი საუბრობენ, რომ „ქართული ოცნებისთვის“ მნიშვნელოვანია ან უმნიშვნელოა „ნაციონალურ მოძრაობაში“ მიმდინარე პროცესები. სინამდვილეში, არც ისე ძლევამოსილია დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ საიმისოდ, რომ მმართველი პოლიტიკური გუნდისთვის არსებითი მნიშვნელობა ჰქონდეს იქ მომდინარე პროცესებს – დესტრუქციული იქნება თუ კონსტრუქციული. „ნაციონალური მოძრაობა“ ქართულ პოლიტიკაში აღარ არის იმ დონის მოთამაშე, როდესაც იქ მიმდინარე პროცესებს რამე დიდი რყევის გამოწვევა შეეძლოს ქართულ პოლიტიკაში“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები