არქიმანდრიტი მრჩევლად დანიშვნას ითხოვს – ისეთ „მამაო ჩვენოს“ ვიტყვი, ფეხბურთელები ომს დაიწყებენ!

   არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (ბიჩინაშვილი) საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს მიმართავს. სასულიერო პირი ზვიად სიჭინავას სთხოვს, რომ იგი საქართველოს ნაკრების მრჩევლად დაინიშნოს. როგორც არქიმანდრიტი ამბობს, ის მზად არის ფეხბურთელებს თამაშის წინ გასახდელში „მამაო ჩვენო“ წაუკითხოს და სპორტსმენები მინდორზე საბრძოლველად გაუშვას.
„მიმართვა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტს, ბატონ ზვიად სიჭინავას. საქართველოს U17, U19, U21 და მთავარი ნაკრები. გთხოვთ, ამიყვანოთ მრჩევლად. აჩი არველაძე რომ ყვება ცქიფოს ამბავს, მამაო ხო არა ვარ, 10 წუთი მათამაშეო! თამაშის წინ, გასახდელში ისეთ „მამაო ჩვენოს“ ვიტყვი თავისი ასამაღლებითურთ, ბიჭები ნამდვილ ომს დაიწყებენ! თან 10 წუთი თამაშსაც არ მოვითხოვ. არქიმანდრიტი ანთიმოზი (ივერიელი)“, – წერს ფეისბუქის საკუთარ გვერდზე არქიმანდრიტი ანთიმოზ ივერიელი (ბიჩინაშვილი).

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები