დღეს პარლამენტის ბიუროს სხდომაზე რეგლამენტში შესატან ცვლილებებს წარადგენენ
პარლამენტის რეგლამენტში შესატან ცვლილებებს, რომლებიც საპარლამენტო კონტროლის გაძლიერების მექანიზმებს ეხება, დღეს ბიუროს სხდომაზე წარადგენენ.
ცვლილებები ცალკეული ნორმების დაზუსტებას ან ახლებურად რეგულირებას, მათ შორის, თემატური მოკვლევის, დეპუტატის შეკითხვის, ინტერპელაციის, პრემიერმინისტრის ანგარიშის, მინისტრის საათის, კომიტეტებზე თანამდებობის პირების სავალდებულო გამოცხადების, ნორმატიული აქტების აღსრულების კონტროლის ჩატარებასა და სხვა საკითხებს შეეხება.