პარლამენტი სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას განაგრძობს
საქართველოს პარლამენტი 2022 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების განხილვას განაგრძობს.
დღეს, ცვლილებათა პაკეტს დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის კომიტეტებში განიხილავენ.
28 სექტემბერს საკითხთან დაკავშირებით საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება, რის შემდეგაც ქვეყნის მთავარ ფინანსურ დოკუმენტში ცვლილებებს პლენარულ სხდომაზე დაამტკიცებენ.