ალუდა ღუდუშაური: საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ აშშ-თან, მომავალშიც ამ გზით წავალთ

საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დგას და მომავალშიც ამ გზით წავალთ. ეს არის ჩვენი ხალხის ნება, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, ამერიკასა და საქართველოს შორის ძალიან მჭიდრო, ურყევი სტრატეგიული თანამშრომლობაა.

„როდესაც ამერიკის შეერთებული შტატების ძალიან მაღალი თანამდებობის პირები „ქართული ოცნების“ ხელისუფლებაში ყოფნის პერიოდში ჩამობრძანებულან, მათი განცხადებაა, რომ საქართველო ისე ახლოს არის აშშ-თან სტრატეგიული თანამშრომლობის კუთხით, როგორიც არასდროს ყოფილა ისტორიის განმავლობაში.

ურთიერთობა, რომელიც აშშ-თან გვაქვს ეს არის სტრატეგიული პარტნიორობა და ძალიან მაღალი დიპლომატიური ურთიერთობა. მე არ მინდა ვიფიქრო, რომ ვინმეს სურდეს ეს ურთიერთობა დააზიანოს. საქართველო აკეთებდა, აკეთებს და მომავალში გააკეთებს ყველაფერს იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები არ დაზიანდეს. საქართველო იდგა ცივილიზებულ სამყაროსთან, მათ შორის, ჩვენს პარტნიორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, დგას და მომავალშიც ამ გზით წავალთ. ეს არის ჩვენი ხალხის ნება“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები