ალუდა ღუდუშაური: მაღალი ტრიბუნიდან პრემიერის გაბედული, ღირსეული გამოსვლა ვიხილეთ – ამის პარალელურად, ვხედავთ სასოწარკვეთილებაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს
ბატონი, პრემიერის მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ვფიქრობ, რომ არის ყველაფერზე წერტილი, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ალუდა ღუდუშაურმა „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა, რითაც გამოეხმაურა აშშ-ში საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის ვიზიტს.
მისი თქმით, პრემიერის ვიზიტით მოხდა მკაფიო ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით.
„ამაყი ვარ ქართველი ხალხის და საქართველოს თავისუფლებისკენ მიდრეკილებით და ამაყი ვარ, რომ ჩვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის გაბედული, ღირსეული გამოსვლა ვიხილეთ ძალიან მაღალი ტრიბუნიდან. იმ ფონზე, როდესაც პრემიერის შთამბეჭდავი ვიზიტი ხორციელდება ამერიკაში, ამის პარალელურად, ვხედავთ სასოწარკვეთილებაში მყოფ დესტრუქციულ ძალებს. მოხდა მკაფიო ხაზგასმა იმისა, რომ საქართველო არის ცივილიზებული სამყაროს გვერდით. საქართველო არის ერთგული იმ ნაბიჯებისა, რომელიც ჩვენმა წინაპრებმა განსაზღვრეს. ეს არის წარმატებული ვიზიტი და შთამბეჭდავი სიტყვით გამოსვლა იყო. ამის პარალელურად აქა-იქა წკავწკავებენ შარა-გზაზე მყეფარი ძაღლებივით. ეს ადამიანები უფრო და უფრო ემსგავსებიან სასოწარკვეთილებაში მყოფ ადამიანებს. ბატონი, პრემიერის მაღალი ტრიბუნიდან გაკეთებული განცხადებები ვფიქრობ, რომ არის ყველაფერზე წერტილი“, – განაცხადა ალუდა ღუდუშაურმა.