ირაკლი ღარიბაშვილი: აშშ-სა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ ამერიკის სახელმწიფო მდივნის მრჩეველს შევხვდი
ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ წერს.
მთავრობის მეთაური აღნიშნავს, რომ ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის მიმართულებით აშშ-ის მხარდაჭერა გადამწყვეტია.
„ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ორმხრივი დღის წესრიგის აქტუალურ საკითხებზე სასაუბროდ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მრჩეველ დერეკ შოლეს შევხვდი.
ევროპული და ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე საქართველოს დახმარებისთვის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის მადლობელი ვარ.
ამ მიმართულებით ამერიკის შეერთებული შტატების მხარდაჭერა საქართველოსთვის გადამწყვეტია“, – წერს პრემიერ-მინისტრი.
Met w/@derekchollet to discuss issues of mutual interest on 🇬🇪-🇺🇸 bilateral agenda. Grateful to our strategic partners for supporting 🇬🇪 on its EU and Euro-Atlantic integration path! US support is pivotal for 🇬🇪 pic.twitter.com/EUZ0kxsBqa
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) September 23, 2022