მიხეილ სარჯველაძე: დღეს სამინისტროს აქვს ყველა საუკეთესო შესაძლებლობა საიმისოდ, რომ უზარმაზარ წარმატებებს აზიაროს ჩვენი სპორტიც, კულტურაც და ახალგაზრდობაც

„როდესაც ვსაუბრობთ კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროზე, მის ხელმძღვანელზე, სამინისტროს შემადგენლობაზე,  ვერ მექნება პრეტენზია და ამბიცია იმაზე, რომ მიუკერძოებელი ვიქნები შეფასებებში, მაგრამ შემიძლია დანამდვილებით ვთქვა და ეს მიკერძოება არ შემიშლის ხელს იმაში  რომ გითხრათ – დღეს სამინისტროს ყველა საუკეთესო შესაძლებლობა აქვს საიმისოდ რომ უზარმაზარ წარმატებებს აზიაროს ჩვენი სპორტიც, ჩვენი კულტურაც და ჩვენი ახალგაზრდობაც“, – ამის შესახებ მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე განაცხადა, სადაც „მინისტრის საათის“ ფორმატში  კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრს, თეა წულუკიანს მოუსმინეს.

მისი შეფასებით, დღეს სამინისტრო თავისი პოტენციალით, რესურსით, შესაძლებლობებით, დამოკიდებულებებით არის ისეთი, როგორიც არასოდეს ყოფილა.

„დღეს სამინისტრო არის ისეთი, თავისი პოტენციალით, რესურსით, შესაძლებლობებით, დამოკიდებულებებით როგორიც არასოდეს ყოფილა. ამ სფეროზე ყველაზე მეტად შეყვარებულიც და მონდომებულიც, რომ რაც შეიძლება მეტი გაკეთდეს, რაც შეიძლება ხარისხიანად გაკეთდეს და ეს ყველასთვის თვალსაჩინოა.  მიუხედავად ბევრი მოარული ფრაზისა თუ აჟიოტაჟისა, ფაქტია, რომ ოპოზიციას სათქმელი  და რაც მთავარია, გასაკრიტიკებელი ამ სამინისტროსთან ბევრი არაფერი აქვს“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები