კახა კალაძე: ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო რევოლუციურ სცენარში

როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, რა უნდა დავარქვათ იმას, როდესაც ერთ-ერთი არასამთავრობო ორგანიზაცია პირდაპირ ჩართული იყო რევოლუციურ სცენარში. მხედველობაში მაქვს გაყალბებული „პივიტის“ პარალელური დათვლები. ეს იყო საოცრება, – ამის შესახებ თბილისის მერმა და პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, იმ განცხადებებს და ქმედებებს, რასაც ისინი აკეთებენ, არასამთავრობო ორგანიზაციასთან შინაარსობრივად კავშირი არ აქვს.

„ესეც პარტია „ქართულმა ოცნებამ“ გამოავლინა, რომ ეს ყველაფერი არასწორად იყო გაკეთებული და ამის შემდეგ დაიწყო ამაზე საუბარი, მანამდე ამაზე ხმა არავის ამოუღია. ეს ყველაფერი შეფუთული და გამიზნულად გაკეთებული იყო. იმ არასამთავრობო ორგანიზაციას თავისი მისია ჰქონდა – უნდა გამოსულიყო და კითხვის ნიშნის ქვეშ დაეყენებინა საარჩევნო შედეგები, რაც გააკეთა. რომ არა ჩვენი ჩართულობა, ჩვენი წევრების მხრიდან იმის გამომჟღავნება, რომ იტყუებოდნენ და არჩევნების შედეგებს აყენებდნენ კითხვის ნიშნის ქვეშ, ამას შეიძლება ძალიან ცუდი გაგრძელება მოჰყოლოდა.

იმ შინაარსით, იმ განცხადებებით, იმ ქმედებით, რასაც ეს ადამიანები აკეთებენ, საერთოდ არასამთავრობო ორგანიზაციასთან შინაარსობრივად კავშირი არ აქვს. ეს ადამიანები არიან ჩვეულებრივი პოლიტიკოსები, ოპოზიციური სპექტრის რადიკალური წარმომადგენლები და შესაბამისად ვისმენთ ამ განცხადებებს და მერე უკვირთ, რატომ აქვს საზოგადოებას ეს დამოკიდებულება მათ მიმართ“, – განაცხადა კახა კალაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები