მდინარაძე: 5 ოპოზიციურ პარტიაში იწერება გეგმა, როგორ გააპიარონ საბოტაჟი პოზიტიურად – მათ აწუხებთ ქვეყნის წარმატებები, ამიტომ ვეძახით უსამშობლოებს და ქვეყნის მტრებს

ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში, 5 პარტიაში იწერება გეგმა, როგორ გააპიარონ საბოტაჟი პოზიტიურად, ანუ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზაზე ისინი მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისი თქმით, იმ მიზნით, რომ დააზიანონ “ქართული ოცნება”, ოპოზიციის ნაწილი მტრობს ქვეყანას.

„ოპოზიციის რადიკალურ ნაწილში, 5 პარტიაში, საიდანაც 3 საპარლამენტო და 2 არასაპარლამენტო პარტიაა, იწერება გეგმა, როგორ გააპიარონ საბოტაჟი პოზიტიურად, ანუ ევროკავშირის 12-პუნქტიანი რეკომენდაციების შესრულების გზაზე ისინი მხოლოდ და მხოლოდ შემაფერხებელ ფაქტორს წარმოადგენენ, მაგრამ ხომ არ იტყვიან, ჩვენ ამას ვაფერხებთო?! ეს არის მათი პიარ სტრატეგია, მაგრამ წარუმატებელი, თუ როგორ „გააპრავონ“ საბოტაჟი და საზოგადოებას მიყიდონ, როგორ კარგ რამეს აკეთებენ. უკვე მკაფიოდ ჩამოყალიბებული 12-პუნქტიანი გეგმა გვაქვს, რომელსაც მივყვებით, მაგრამ ეს 5 პარტია ამ გეგმის საბოტაჟს ახორციელებს. ახლა ცდილობენ საბოტაჟი შეფუთონ და საზოგადოება მოატყუონ. საზოგადოება ამ დროს ნამდვილად არ ტყუვდება.
მათი განცხადებები და მოქმედებები კი არ სცდება ერთმანეთს, მათი წამოცდენები და მოქმედებები ერთი-ერთში ემთხვევა. ამ ხელისუფლების პირობებში რაღაც ვერ მოხდება ეს ნიშნავს, რომ მათ ერთადერთი რამ აინტერესებთ – ხელისუფლების შეცვლა. ყველაზე ცუდ სიზმარშიც კი ვერ წარმოუდგენიათ, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში ეს რეკომენდაციები შესრულდეს, სტატუსი მივიღოთ, წარმატებას მივაღწიოთ. მათ აწუხებთ ქვეყნის ეს წარმატებები, ამიტომ ვეძახით ჩვენ მათ უსამშობლო ადამიანებს და ქვეყნის მტრებს. მაგრამ ისინი მართლაც ამის გამო არიან უსამშობლო ადამიანები, რომ რეალურად მტრობენ ქვეყანას, ოღონდ დააზიანონ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება“, – განაცხადა მდინარაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები