22 სექტემბრის მდგომარეობით, გადამმუშავებელი კომპანიების მიერ მიღებულია 4,700 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლი, რის შედეგადაც, ფერმერებმა 1,1 მილიონ ლარზე მეტი შემოსავალი მიიღეს

სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, სოფლის განვითარების სააგენტო 1 კგ არასტანდარტულ ვაშლზე 10 თეთრის ოდენობის სუბსიდიას გასცემს.

სახელმწიფო სუბსიდიას მიიღებენ ხილის გადამმუშავებელი ის კომპანიები, რომლებიც 2022 წლის 15 დეკემბრამდე მეხილეობის სფეროში დასაქმებული ფიზიკური პირებისგან 1 კგ არასტანდარტულ ვაშლს არანაკლებ 24 თეთრად შეისყიდიან.

არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაში 10 გადამმუშავებელი საწარმოა ჩართული. პროგრამა საშუალებას აძლევს ფერმერებს, ჩააბარონ სამრეწველო ვაშლი რაც, ამავე დროს, ხელს უწყობს ხილის გადამმუშავებელი საწარმოების ნედლეულით უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები