დავით ჩიხელიძე: ომის დაწყებიდან 6 თვეში რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია

ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს, – ამის შესახებ დემოკრატიული ცვლილებების ცენტრის ხელმძღვანელი, დავით ჩიხელიძე სოციალურ ქსელში წერს.

Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, ჩიხელიძე აღნიშნავს, რომ რუსეთმა ომის დაწყებიდან 6 თვეში ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მლრდ ევროს შემოსავალი მიიღო, საიდანაც 54% ევროპის წილია.

“Centre for Research on Energy and Clean Air-ის მონაცემებზე დაყრდნობით, 24 თებერვლის შემდეგ ევროკავშირმა რუსეთისგან ენერგომატარებლების შეძენაში 91.5 მილიარდი ევრო გადაიხადა, ომის დაწყებიდან 6 თვეში კი, რუსეთმა ენერგომატარებლების ექსპორტისგან 158 მილიარდი ევროს შემოსავლები მიიღო, რომელშიც ევროკავშირის წილი 54%-ია. ევროპა ჩვენგან სანქციებს ითხოვს, თვითონ კი რუსეთზე დამოკიდებულების შემცირებისთვის ქმედით ნაბიჯებს არ დგამს.

აუცილებელია, ვიცოდეთ, რომ არა რუსული ნავთობი, დღეს საქართველოში საწვავის ფასი გაცილებით მაღალი იქნებოდა, რაც სხვა პროდუქტების გაძვირებას გამოიწვევდა.

რაც შეეხება რუსულ გაზს, აღნიშნული კუთხით საქართველოს რუსეთზე დამოკიდებულება მინიმუმია”, – წერს ჩიხელიძე სოციალურ ქსელში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები