„ზამთრის დეპრესია“ – თაზო ნარიმანიძის ფილმის პრემიერა გაიმართება
22 სექტემბერს კინოთეატრში „კავეა გალერია“ გაიმართება თაზო ნარიმანიძის ფილმის კინოდებიუტი, სახელწოდებით – „ზამთრის დეპრესია“.
ფილმი შექმნილია ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით.
„მელოდრამა მოგვითხრობს ახალგაზრდა მწერალი მამაკაცის – სანდროს შესახებ. იგი თავის სოფელში მიდის დიდი ხნის წინ დაწყებული რომანის დასასრულებლად, რა დროსაც რომანტიკულ თავგადასავალში ეხვევა.
ფილმის სცენარზე თავად რეჟისორი მუშაობდა სანდრო ნავერიანთან ერთად. პროდიუსერები: ვაკო კირკიტაძე და ნიკოლოზ გუგუშვილი.
აღსანიშნავია, რომ პრემიერას რეჟისორთან ერთად მსახიობები – გიგა დათიაშვილი, ირაკლი ხრიკაძე და ტასო ჭანტურაია დაესწრებიან. მათთან გასაუბრება მაყურებელს კითხვა-პასუხის ფორმატში (Q&A) შეეძლება“, – აღნიშნულია ეროვნული კინოცენტრის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
დეტალური ინფორმაცია, იხილეთ:
https://www.cavea.ge/movie/current/?id=632778f6956167bf853288cb&fbclid=IwAR2Y1cpGOyVIP_mRTriUPvua7rvppPcZSm9IYbhP1ptWhwI4OfUR9nJdlkI