“მოტივზე არაფერს ამბობს” – “საქართველოს ბანკზე” თავდამსხმელს ხუთი ადვოკატი დაიცავს
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდასხმისთვის დაკავებულ გრიგოლ ნარსიას ინტერესებს იურისტთა ასოციაციის 5 ადვოკატი დაიცავს. ისინი წინასწარი დაკავების იზოლატორში თავდამსხმელს უკვე შეხვდნენ.
ადვოკატების თქმით, გრიგოლ ნარსია, სავარაუდოდ, გამოძიებასთან თანამშრომლობას აპირებს, თუმცა, მოტივზე, ჯერჯერობით, არაფერს ამბობს.
ქუთაისში, „საქართველოს ბანკის“ ფილიალზე თავდამსხმელს ბრალს ოფიციალურად დღეს წარუდგენენ.