ლევან იოსელიანი: ვინც რეკომენდაციების შესრულების პროცესში მონაწილეობას არ იღებს, ამ პროცესს აზიანებს

პროცესში ყველამ უნდა მიიღოს მონაწილეობა და ვინც ამაში მონაწილეობას არ იღებს, ერთი მხრივ, აზიანებს პროცესს და, მეორე მხრივ, ძალიან მყარ არგუმენტს აძლევს „ქართულ ოცნებას“, რომ, საბოლოოდ, რაღაც წარუმატებლობის შემთხვევაში, ყველაფერი ოპოზიციას დაჰბრალდეს, – ამის შესახებ პარტია „მოქალაქეების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან იოსელიანმა ევროპული რეკომენდაციების შესრულების საკითხზე საუბრისას განაცხადა.

„რა კანონები მოამზადეს, ჩემთვის უცნობია, ეს არსად არაა განთავსებული და არსად წარმოუდგენიათ, მაგრამ იმასაც გეტყვით, რომ, თუ ამ კანონებში იქნება ის, რასაც მე ვემხრობი და მხარს ვუჭერ, იმ კომიტეტზეც საჯაროდ ვიტყვი, რომ სწორია და გასაზიარებელია“, – თქვა ლევან იოსელიანმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები