შემოსავლების სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიები კანონით იქნება უზრუნველყოფილი

პარლამენტმა „შემოსავლების სამსახურის შესახებ“ კანონში შესატან ცვლილებებზე პირველი მოსმენით იმსჯელა და 82 ხმით მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს პარლამენტი ავრცელებს.

უწყების ცნობით, კანონპროექტი განსახილველად ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარადგინა.

ცვლილებებით სამსახურის თანამშრომელთა სოციალური დაცვის გარანტიებთან, შემოსავლების სამსახურის უფროსის უფლებამოსილებებთან, სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლისა და საბაჟო დეპარტამენტის საქმიანობაზე ზედამხედველი სამსახურის უფროსის მოადგილისთვის სახელმწიფო სპეციალურ წოდებასთან და მის მინიჭების წესთან დაკავშირებული საკითხები წესრიგდება.

როგორც მომხსენებელმა განაცხადა, აღნიშნული წოდების მქონე თანამშრომლები მიიღებენ შრომის ანაზღაურებას, რომელიც შედგება თანამდებობრივი სარგოს, სახელფასო დანამატის, ფულადი ჯილდოსაგან, აგრეთვე, სახელმწიფო სპეციალური წოდების შესაბამისი წოდებრივი სარგოსა და წელთა ნამსახურობის დანამატისაგან და კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა დანამატებისგან.

„სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე თანამშრომელს უფლება ექნება, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს სახელმწიფო კომპენსაცია ან სახელმწიფო პენსია“, – განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები