ვახტანგ გომელაური ქუთაისში ჩავიდა

ქუთაისში, სადაც “საქართველოს ბანკზე” თავდასხმა მოხდა და შეიარაღებულ პირს შენობაში მძევლები ჰყავს აყვანილი, შინაგან საქმეთა მინისტრი, ვახტანგ გომელაური ჩავიდა.

შეგახსენებთ, ქუთაისში “საქართველოს ბანკის” ფილიალზე თავდამსხმელს უკვე მეექვსე საათია, მძევლები ჰყავს აყვანილი. ის 2 მილიონ აშშ დოლარს, “სპრინტერის” ფირმის მანქანას, ქუთაისის აეროპორტის ტერიტორიაზე ვერტმფრენს, რუსულ
დროშასა და ანკესს ითხოვს. დღის განმავლობაში სოციალურ ქსელში პერიოდულად მძევლების ვიდეოები ვრცელდება, რომლებიც, სავარაუდოდ, თავდამსხმელის მოთხოვნით ხდება.
შს სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება 4 მუხლით დაიწყო, მათ შორის, ტერორიზმის მუხლითაც.
ამასთან, “საქართველოს ბანკს” აღნიშნულთან დაკავშირებით ოფიციალური განცხადება ან კომენტარი ამ დრომდე არ გაუკეთებია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები