გია ვოლსკი – ზურა გირჩი ჯაფარიძის განცხადებაზე: ღმერთმა ნუ ქნას, საქართველომ ამ სტრატეგიით იაროს

ეს არის ის, რაც საქართველოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს, – ასე ეხმაურება პარლამენტის პირველი ვიცესპიკერი, გია ვოლსკი “გირჩი მეტი თავისუფლების” ლიდერის, ზურაბ გირჩი ჯაფარიძის განცხადებას, რომელიც მან ტელეკომპანია “მაესტროს” ეთერში გააკეთა.

საქმე ეხება განცხადებას, სადაც ჯაფარიძემ თქვა: „შეგიძლია, გააკეთო მოძრაობები, თუნდაც რომ აიძულო რუსეთის რაღაც ნაწილები, აქ დააბა, ათი ათასი კაცი რომ გააჩერონ აქ, პატარა საქმე არ არის, უკრაინისთვის რაღაც დახმარება იქნება“.

„გულუბრყვილო ხედვები უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, თუნდაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ქართველებთან ან სხვა ეთნიკურ ჯგუფებთან დამოკიდებულება, ასეთი გულუბრყვილო ხედვები ნებისმიერ სხვა საკითხზე, არამარტო პოლიტიკურზე, განსაკუთრებით – სამხედრო-სტრატეგიულ საკითხებზე, მაგალითად, დაბმის თეორია, ანდა შარვლის ჩახდის თეორია და ოკუპაციისთვის შარვალჩახდილად გაწევა „გირჩი – მეტი თავისუფლების“, პოლიტიკური პარტიის სამოქმედო სტრატეგიასა და გარკვეულ არსენალშია. რეალურად, ეს არის ის, რაც საქართველოს იმიჯს სერიოზულად აზიანებს, ღმერთმა ნუ ქნას, საქართველომ ამ სტრატეგიით იაროს“, – განაცხადა ვოლსკიმ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები