გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან შეხვედრა გამართა
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსმა, გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში სომხეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ ელჩთან, აშოტ სმბატიანთან შეხვედრა გამართა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, მხარეებმა საქართველოსა და სომხეთს შორის უსაფრთხოების სფეროში თანამშრომლობის საკითხებსა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
გრიგოლ ლილუაშვილმა და აშოტ სმბატიანმა ორი ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები მიმოიხილეს და საქართველოსა და სომხეთის რესპუბლიკის უსაფრთხოების სამსახურებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობას ხაზი გაუსვეს.